22 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია პოლონელი პროფესორების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მაზოვის უნივერსიტეტის პლოკში ვიცე-რექტორი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ანა ნოვასკა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიოლა სჟევსჟიკ-ჟაროსკა.
სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. სტუმრებმა დაათვალიერეს თსუ მე-10 მაღლივი კორპუსის სასწავლო ინფრასტრუქტურა, მოინახულეს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, ბლომბერგის ლაბორატორია და ფაბლაბი.